top of page

პერლიტი, პერლიტის ბლოკი

 

   პერლიტი ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური მიწაა, რომელიც 1100 გრადუს ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შემდეგაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ბინების, ოფისების, აგრეთვე შენობების  მშენებლობისა და რემონტის პროცესში. აქვს მაღალი სითბოს და ხმის იზოლაციის თვისებები. არ გააჩნია რადიაციული ფონი. გამოიყენება შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოთ და დასათბობად. გამოიკენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად, საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში, ასევე სამეურნეო ნაგებობებში.

 

     პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად. საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში ასევე სამეურნეო ნაგებობებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9 ფაქტორი   რის გამოც  მშენებლობის დროს  ჩვენ ვირჩევთ პერლიტს

 

1) პერლიტი  ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა.

2) პერლიტი  ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები.

3) პერლიტი  გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას.

4) პერლიტის  გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას.

5) პერლიტის  გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.

6) პერლიტით  აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს.

7) პერლიტის  შემცველ სამშენებლო მასალებს – პერლიტის ბლოკს, სალეს პერლიტს და სხვებს გააჩნიათ მაღალი ცეცხლგამძლეობა.

8) პერლიტი  შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბოიზოლაციისათვის.

9) პერლიტი  არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში , მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.

 

 

სამშენებლო პერლიტის ბლოკის ძირითადი მახასიათებლები

 

პერლიტო-ბეტონის საკედლე ბლოკი (პერლიტის შემავსებლით), ღრუტანიანი

  

პროდუქციის დანიშნულება-საკედლე შემავსებელი შიდა და გარე წყობისათვის

ხაზოვანი ზომები (სანტომეტრებში} - 9*19*39;        19X19X39;       19*29*39

ერთეულის მასა (კგ) –                       5(+/- 10%);    11(+/- 10%);    15(+/- 10%)

საშუალო სიმკვრივე (კგ/მ3) – 650 (+/- 10%)

მექანიკური სიმტკიცე კუმშვისას (კგ ძ/სმ2) – 5,5-25

თბოგამტარობა (ვტ/მ 0K) – 0.1

ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი (დბ)  - >>70

ცეცხლის გავრცელება   - 0

ფეთქებადსაშიშროება  - 0

ორთქლგამტარობა -   (0,3-0,4)%

ფერი - ღია რუხი

ყველა უფლება დაცულია. 2019 © მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით 
ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, სიმპროლიტი, პენოპლასტი, პოლისტიროლი; ფასადების დათბუნება, EPS, XPS

  • facebook
bottom of page