მშენებლობა და რემონტი ახალი, ეკოლოგიური, ენერგოეფექტური მასალების და კომპონენტების გამოყენებით, პერლიტი, სიმპროლიტი, პოლისტიროლი
ფასადების დაცვა და დათბუნება; ჰიდროიზოლაცია
![](https://static.wixstatic.com/media/41d000_62d1c111a800116275395bcc6634a0dc.jpg/v1/fill/w_940,h_365,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/41d000_62d1c111a800116275395bcc6634a0dc.jpg)
აშენეთ თქვენი და თქვენი შვილების მ ომავალი სწრაფად და ხარისხიანად
კომპანიის მუშაობის ძირითადი მიზანია ახალი, ეკოლოგიური და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, განვითარება და მომხმარებლამდე მიტანა;
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
* ენერგოეფექტური ტექნოლოგიები
* ეკოლოგიური მშენებლობა
* პერლიტის ნედლეულისა და პერლიტის ბლოკის წარმოება
* სიმპროლიტისა და სიმპროლიტის ბლოკის წარმოება
* მსუბუქი ბლოკისა და მსუბუქი ბეტონის წარმოება
* პენოპლასტისა და პენოპოლისტიროლის წარმოება
* ინტერიერისა და ფასადების დაგეგმარება, მშენებლობა და რემონტი
* ფასადების მოპირკეთება, თბოიზოლაცია და გარე ზემოქმედებისგან დაცვა
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ საცხოვრებელი ფართის თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის პროცესში არ არსებობს წვრილმანები - აქ ყველაფერი ისევე მნიშვნელოვანია როგორც შენობის მზიდი კონსტრუქციების სიმტკიცე, გამოყენებული ბეტონის მარკიანობა, მეტალის კონსტრუქციების ხარისხი და სხვა.
კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებს შენობის ფასადების მოპირკეთებას და დაცვას ნალექებისაგან, ნესტისგან, აგრეთვე ზღვის წყლის აგრესიული ზემოქმედებისაგან - სპეციალური, ინდივიდუალური ნესტგამძლე ფასადური პროფილებით "თერმოპლექსით".